by ღია პოდკასტი – ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
პირველი პოდკასტი შშმ პირების თემატიკის შესახებ, სადაც ვსაუბრობთ შშმ პირთა საჭიროებებზე, გამოწვევებზე, გამოცდილებასა და გამოსავლებზე.
Language

Publishing Since
12/3/2023
Email Addresses
1 available
Phone Numbers
0 available
September 9, 2024

რიგით მე-8 დასკვნით პოდკასტში, რამინ მაჭარაშვილი და მაგული შაღაშვილი განიხილავენ ბიოფსიქოსოციალური შეფასების მოდელის უპირატესობებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მისი პილოტირების შედეგებს. შეგახსენებთ, რომ შეფასების აღნიშნული მოდელი ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური ფაქტორების, გარემო პირობებისა და ანატომიური მახასიათებლების ერთობლივ ხედვას. ამგვარად, შეფასების პროცესი გაცილებით უფრო ფართო სპექტრის საკითხებს მოიცავს და რაც მთავარია, მაქსიმალურადაა მორგებული ადამიანის ინტერესებსა და საჭიროებებზე.

August 15, 2024

ღია პოდკასტის მე-7 ეპიზოდში, მადონა ხარებავა და თომა კაკაბაძე განიხილავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილ პირთა უფლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის შემდგომ, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებულთა შორის, იყვნენ შშმ პირებიც. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ერთად, მათი მხარდაჭერისა და განვითარებისთვის, რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, დასავლური ფონდების ფინანსური დახმარებით უამრავ პროექტს ახორციელებდა. აღნიშნულ პროექტებზე დაყრდნობით, დაიხვეწა ჯანდაცვის სერვისები, დაინერგა ინკლუზიური სწავლების საწყისი მოდელები, ამოქმედდა მუნიციპალური საბჭოები და სხვა... მადონა ხარებავას განცხადებით, ყველა ეს მიღწეული შედეგი ახლა ე.წ "რუსული კანონის" გამო საფრთხეშია და თუ ამ კუთხით არაფერი შეიცვალა, შშმ პირები ისევ მარტო დარჩებიან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე.

June 3, 2024

რიგით მე-6 ღია პოდკასტში, გიორგი ძნელაძე და თინათინ რევაზიშვილი საუბრობენ პარასპორტის შესახებ - როგორია მისი მომავალი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რამდენად მნიშვნელოვანია პარაოლიმპიური თამაშები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისთვის და რა ტიპის მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იმისთვის, რათა უფრო მეტმა პარასპორტსმენმა შეძლოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ სპორტით დაკავება და მსოფლიო მასშტაბის წარმატების მიღწევა.

Პოდკასტი - "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

#ღიაპოდკასტი

Pod Engine is not affiliated with, endorsed by, or officially connected with any of the podcasts displayed on this platform. We operate independently as a podcast discovery and analytics service.
All podcast artwork, thumbnails, and content displayed on this page are the property of their respective owners and are protected by applicable copyright laws. This includes, but is not limited to, podcast cover art, episode artwork, show descriptions, episode titles, transcripts, audio snippets, and any other content originating from the podcast creators or their licensors.
We display this content under fair use principles and/or implied license for the purpose of podcast discovery, information, and commentary. We make no claim of ownership over any podcast content, artwork, or related materials shown on this platform. All trademarks, service marks, and trade names are the property of their respective owners.
While we strive to ensure all content usage is properly authorized, if you are a rights holder and believe your content is being used inappropriately or without proper authorization, please contact us immediately at [email protected] for prompt review and appropriate action, which may include content removal or proper attribution.
By accessing and using this platform, you acknowledge and agree to respect all applicable copyright laws and intellectual property rights of content owners. Any unauthorized reproduction, distribution, or commercial use of the content displayed on this platform is strictly prohibited.